logo
ENG



სლოვაკეთმა უკრაინას "პუტინის დაბადების დღესთან დაკავშირებით" დამატებით 2 ჰაუბიცა გადასცა

09 ოქტ 202213:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/09/x07mzg14gcz5vw0.jpg

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის იაროსლავ ნადის ცნობით, ქვეყანამ ვლადიმერ პუტინის დაბადების დღესთან დაკავშირებით უკრაინას დამატებით 2 თვითმავალი საარტილერიო სისტემა, ჰაუბიცა Zuzana 2 გადასცა.

ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა ტვიტერზე დღეს, 9 ოქტომბერს დაწერა.

თავდაცვის მინისტრის ცნობით, სლოვაკეთი უკრაინისთვის „ბევრად მეტ“ დახმარებას მიაწვდის. 

„იმისთვის, რომ მისი 70-ე დაბადების დღე აღვნიშნოთ, აგრესორი პუტინისთვის მორიგი საჩუქარი გვაქვს. დამატებით 2 ერთეული Zuzana 2 ჰაუბიცა უკვე უკრაინაშია (და ბევრი მეტი იგეგმება). ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“ - აცხადებს ნადი.

მანამდე 4 ქვეყანა: დანია, სლოვაკეთი, ნორვეგია და გერმანია შეთანხმდნენ, რომ  უკრაინისთვის გადასაცემად სლოვაკური წარმოების უპილოტო საარტილერიო აღჭურვილობის წარმოებას დააფინანსებენ.

დაგეგმილია, რომ სლოვაკეთი 16 ერთეულ Zuzana 2 ჰაუბიცას უკრაინას 2023 წელს გადასცემს.


close დახურვა